ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულები მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი არიან, მსჯავრდებული გელა უძილაური მისცემს ჩვენებას.
ის ბრალდების მხარის მოწმეა.
ვიდრე გელა უძილაურს დაკითხავენ, სასამართლოში ფარულ მასალებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
















