ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილის 4 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილის 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. ბიზნესმენი სამართალდამცველებმა გუშინ ვაკე-საბურთალოს პოლიციის ავტოსადგომზე დააკავეს, სადაც ის საკუთარი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა.

სწორედ ამ დროს სოზაშვილის ავტომობილში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ, სოზაშვილის ადგილზე მისვლას კი სამართალდამცველებსა და ბიზნსემენს შორის დაპირისპრიება მოჰყვა.

გამოძიება სოზაშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბიზნესმენის უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთი საქმე რომელზეც შს სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, ელექტროენერგიის უკანონო დაუფლებაა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია გუშინ შევიდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოღებულია გიორგი სოზაშვილის მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.

თავად ბიზნესმენი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ის კრიპტო-ვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიას იპარავდა და “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბრალდებას პროვოკაციად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, დამცირებისთვის შური იძიოს
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის ინიციატივით იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება