ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილის გატაცება – დაკავებულ 10 პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
როგორც ირკვევა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჭავჭვაძის გამზირიდან 25 წლის გიორგი დეკანოიძე შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ვინაიდან გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი იყო, ბოროტმოქმედები გამოსასყიდის სახით სამ მილიონს ითხოვდნენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია თბილისში ჩატარდა და სამალავიც აღმოაჩინეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, დაჯგუფების აყვანის ოპერაცია სოფელ კვახჭირში ჩატარდა.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, გატაცებულის ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანა იგეგმებოდა, რაც დაჯგუფების წევრებმა ვერ მოასწრეს.

გიორგი დეკანოიძე კი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.

ცნობილია, რომ ბიზნესმენი ამირან დეკანოიძე სასტუმროს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.

banner
წინა სტატიაშისუბელიანს სხეულზე დამატებითი დაზიანებები არ აღენიშნება -ომბუდსმენის წარმომადგენელი
შემდეგი სტატია“სახელმწიფო უწყებები ჩამოშლილია და ვითარებას სამართალდამცავი ორგანოების ნაცვლად, ბანდფორმირებები აკონტროლებენ” – უდუმაშვილი