ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების პირების გადამზადებას იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების პირების გადამზადებას იწყებს.

პროექტი “ყველაფერი შესაძლებელია” ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფასო გადამზადებას ბიზნესის კომპანიების და სხვა ორგანიზაციებში მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებადამცველ ორგანიზაციასთან “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ერთად ხორციელდება.

პროექტის მიზანია, შეიქნას ბაზა, შშმ პირების, რომელთაც სურთ დასაქმება და მათთვის განათლების მიღება ხელმისაწვდომი გახადოს.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მოხდება ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლება შემდგომი დასაქმების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში მათ რესოცალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრირების სტიმულაციას მოახდენს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების რექტორის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საქართველოში 118 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია, რომელთაგან შრომისუნარიანი ბენეფიტების მაჩვენებელი პროცენტულად ძალიან დიდია.

banner
წინა სტატიაშიმორიგი გატაცება გორის სოფლიდან- ოკუპანტებმა 29 წლის მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ