ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს

სასწავლო პროცესს აჩერებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ამასთან დაკავშირებით განცხადება მათ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს:

“ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ.” ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს- “ნიუტონის სკოლა”
შემდეგი სტატიაGIPA დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს