15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ – კობახიძე ფასებზე

ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე.

“ფასებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიამ ძალიან სიღრმისეული დასკვნა დადო. ფასწარმოქმნაში სტრუქტურული პრობლემები გამოვლინდა, რასაც ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე, კონკრეტული ზომების დაპირისპირება სჭირდება. ამ მიმართულებით, ეს ერთადერთი სწორი გზაა. შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც ფასების შემცირებას უზრუნველყოფს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრუქტურული პრობლემები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, 1 და 2 დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ სწორი მიდგომა იქნება, შესაძლებელია, საშუალოვადიან პერსპექტივაში დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი ისე, რომ ფასნამატი 86%-დან გონივრულ ოდენობამდე შემცირდება. ეს არის ჩვენი ამოცანა და კომისიის დასკვნების შესაბამისად ვიმოქმედებთ.

ჩვენ ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ – ბიზნესთან თანამშრომლობით ვაპირებთ იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელიც მიწოდების ჯაჭვშია იდენტიფიცირებული. გადასახადების შემცირებას რაც შეეხება, პოპულიზმი ზუსტად ეს არის”,- თქვა პრემიერმა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია, რაც ეხება უკრაინის მხარდაჭერას
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ხელისუფლება სეტანტას აიძულებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება სანქცირებულ ტვ „იმედს“ გაუყოს