ბიზნესის რეკეტის საქმე და სკანდალური ფარული ჩანაწერები – ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2018 10:27

ბიზნესის რეკეტის საქმე და სკანდალური ფარული ჩანაწერები – ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს

ბიზნესის რეკეტის საქმე და სკანდალური ფარული ჩანაწერები – დაწყებული გამოძიების ფარგლებში ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. თუმცა რა უთხრა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გამოძიებას უცნობია.

პროკურატურა ფარცხალაძის ჩვენების გასაჯაროებას არ გეგმავს. მთავარი პროკურორის მოადგილე მიზეზად გამოძიების ინტერესებს ასახელებს. თუმცა საგამოძიებო უწყებას იგივე არ გაუკეთებია ლევან ყიფიანთან მიმართებაში, რომლის ჩვენებაც ამავე საქმეზე გასაჯაროვდა.

გიორგი გოგაძის ინფორმაციით, ორი კვირის წინ თბილისში უცხოელი პროკურორები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჩანაწერების საქმეზე იმუშავეს.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით რა ეტაპზე ვართ. ფარცხალაძე, რომ დაკითხულია ამ საქმეში თქვენ დიდი ხნის წინ ტელევიზიით იხილეთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დეტალებზე ვერ გეტყვით,“-აცხადებს გოგაძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2018 10:27

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics