ბიზნესი მოგვყვება, მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ – ღარიბაშვილი

ბიზნესი მოგვყვება, მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მაღალი აქტივობაა ზოგადად ბიზნესსექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა 15 პროცენტით, შეადგინა 48 მილიარდი ლარი და ორივე კვარტალში ჯამურად 92 მილიარდ ლარს გადასცდა მთელი ბიზნესსექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩანს, რომ ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წლის მეორე კვარტლში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 ათასით და შეადგინა 737 ათასი, რაც მისასალმებელია.

„უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული. სიღარიბის დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. 5,5 მილიარდი დოლარი არის ქვეყნის რეზერვები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შემთხვევით არ მომხდარა.

„ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება. ამ პერიოდს სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიევროინტეგრაციის გზაზე ვინმემ რამე წინ გადადგმული ნაბიჯი თუ განახორციელა და ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მის ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს – კალაძე
შემდეგი სტატიასაქართელოსთვის მთავარი პრობლემა ვლადიმერ პუტინი და პუტინიზმია – ფარკასი