ბიზნეს ცენტრი „მოზაიკას” ადმინისტრაცია მზად არის დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 9, 2018 10:20

ბიზნეს ცენტრი „მოზაიკას” ადმინისტრაცია მზად არის დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს

ბიზნეს ცენტრი „მოზაიკის“ ადმინისტრაცია გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მზად არის მცირეწლოვნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანაირი ხარჯის დაფაროს.
დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვი მესამე სართულზე დარბაზის მოსაცდელიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან კიბეებზე ჩავარდა.
ცენტრის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ კიბეების მოაჯირთან უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თუმცა როგორც ჩანს, ცენტრში მისულმა სტუმრებმა ისინი თვითნებურად სხვა ადგილზე გადაიტანეს, რაც ინციდენტის მიზეზი გახდა.
დაზარალებული 6 წლის ბავშვი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბიზნესცენტრ „მოზაიკას“ ტერიტორაიზე არსებულ საკონცერტო დარბაზში მოხდა ინციდენტი, კერძოდ, მესამე სართულზე არსებულ დარბაზის მოსაცდელში დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან არასრულწლოვნი ჩავარდა მეორე სართულზე ჩამავალ კიბეებზე, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად, დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადატანა და მოაჯირის ქვეშ გამოთავისუფლდა ადგილი, რა დროსაც ბავშვი მიეყუდა მოაჯირს და ჩავარდა დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან. საბედნიეროდ, ბავშვი კარგად არის, მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ნიკოლოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯის დაფარვა“, – აცხადებენ „მოზაიკაში“.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 9, 2018 10:20