25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“ბიძინა იზოლირებული ჰყავთ, ღარიბაშვილი მასზე გასვლას ცდილობს”- ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადება არა საზოგადოებაზე, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზეა გათვლილი.

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილი ივანიშვილისგან იზოლირებულია, მასზე წნეხი გაიზარდა და საჯარო მიმართვით ცდილობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ხმა მიაწვდინოს. ხუხაშვილის  განმარტებით, დაანონსებული 24-საათიანი პაუზაც სწორედ ივანიშვილის რეაქციის ლოდინს უკავშირდება.

„ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ეს წერილი ჩვენზე არ არის გათვლილი… ის ცდილობდა ამ პერიოდის განმავლობაში ბიძინაზე გასვლას, ბიძინა იზოლირებული ჰყავთ მისგან… ეს 24-საათიანი პაუზა ზუსტად იმისთვის არის აღებული, რომ იქნებ ბიძინა რამენაირად გამოვიდეს და მაშველი რგოლი გადაუგდოს. თორემ, თუ რამის თქმა უნდოდა, ბარემ ეთქვა“, — განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიიღო წერილი კორუფციის მორიგი საქმის თავის თავზე აღების მოთხოვნით, რის შემდეგაც მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას დააკისრა.

banner
წინა სტატიაშისამუშია: ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას კორუფციული სისტემა მართავს
შემდეგი სტატიაReuters: ირანი ესკალაციისთვის მზად არის, თუ აშშ-სთან დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს