“ბიუროზე მისვლის პრობლემა არა გვაქვს”- გიორგი ვოლსკი

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2016 10:17

“ბიუროზე მისვლის პრობლემა არა გვაქვს”- გიორგი ვოლსკი

მნიშვნელოვანი

  • ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივის დარეგისტრირებაზე იმსჯელებენ დღეს ბიუროს სხდომაზე. ეს საკითხი ორი დღის წინ უნდა განეხილათ, თუმცა მაშინ ბიუროს სხდომა უმრვალესობის გამოუცხადებლობის და ქვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. დემოკრატიულ მოძრაობას საკონსტიტუციო ცვლილებებისა და კანონპროექტის მომზადებისთვის 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა სჭირდება.

სხვა სტატიები

ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივის დარეგისტრირებაზე იმსჯელებენ დღეს ბიუროს სხდომაზე. ეს საკითხი ორი დღის წინ უნდა განეხილათ, თუმცა მაშინ ბიუროს სხდომა უმრვალესობის გამოუცხადებლობის და ქვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. დემოკრატიულ მოძრაობას საკონსტიტუციო ცვლილებებისა და კანონპროექტის მომზადებისთვის 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა სჭირდება.

“ბიუროზე მისვლის პრობლემა არა გვაქვს საერთოდ, არასდროს არ გვქონია და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში. ვთქვით, რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით მისვლას და საკმაოდ ადრე იყო ეს შეტყობინება გაშვებული იმისთვის, რომ არ შეგვექნა რაღაც სკანდალურის მსგავსი სიტუაცია,“ – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, ბიურო ჩატარდება ისე, როგორც ტარდებოდა აქამდე.

“ბიურო ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება ისე, როგორც ეს აქამდე ტარდებოდა და ის ტექნიკური საკითხები რაც ეხება კონკრეტული ინიციატივების საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტისთვის გადაცემას, ბუნებრივია ამაზე იმსჯელებს ბიურო,“ – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2016 10:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics