ბიუროზე დღეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ, რომელიც, სავარაუდოდ, განსახილველად პარასკევის სესიაზე გავა. როგორც ცნობილია, პენსია მომავალ წელს პირველი ივლისიდან 180 ლარი იქნება. ასევე გაიზრდება სკოლის პედაგოგთა ხელფასები.
დოკუმენტის მიხედვით, განათლების სამინისტროზე 975 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 950 – რეგიონული განვითარებისთვის, 800 მილიონი კი ჯანდაცვის პროგრამებზე.
ბიუროზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელებენ, რომელიც აქციების ფასის მატებას გულისხმობს და შესაძლოა, მომავალ წელს სიგარეტსა და ალკოჰოლზე ფასი გაიზარდოს.