ბიურომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის გაზრდის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ბიურომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის გაზრდის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით მომზადდა.

შეგახსენებთ, რომ დაჩქარებული წესით განიხილება „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლითაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება. შესაბამისად, გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ვალდებულება არ ექნება.

banner
წინა სტატიაშითბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს “ევროპული საქართველო” მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაცნობილი ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან