“ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ” – კალაძე ცვლილებებს აანონსებს

არქიტექტურის სამსახურში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„არქიტექტურის სამსახურში სტრუქტურული ცვლილებები იქნება. რეფორმები განხორციელდება, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ. მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული, მოქნილი სამსახური. უნდა ემსახურებოდეს თბილისს და თბილისელებს გამართულად“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგომბორზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა 2 კი დაშავდა
შემდეგი სტატია“ქალაქი დაემსგავსება ქალაქს“ – რა უპირებს კალაძე მიშენებებს?