ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამები

მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროექტებია: ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბნის პარკის მოწყობა; ფურცელაძის #30, #32 და #34 ნომრების რეაბილიტაცია.
ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ორბელიანის ქუჩა #19 და #23, რომის ქუჩა #4, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია, ერეკლე მეორეს #6 და #7-ის მშენებლობა, ანტონ კათალიკოსის #30, #32 #34-ის რეაბილიტაცია, წინამძღვრიშვილის #1-ის რეაბილიტაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, 2022 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი პროექტები: გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება – 20 მლნ ლარი; ვარკეთილში, #180 სკოლის მიმდებარედ, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება – 7 მლნ ლარი; დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება – 1 853 მლნ ლარი; ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება – 1 104 მლნ ლარი. გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ შესყიდული 180 ერთეული ავტობუსის პროექტის ფარგლებში, მოსაწოდებელი ავტობუსების ღირებულება მომავალი წლის ბიუჯეტიდან 62 მლნ ლარით დაფინანსდება.

banner
წინა სტატიაში100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი
შემდეგი სტატიადეგნანი: შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია ახალ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეეხება