“ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა”

finansta saministro

finansta saministro2014 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 45 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები უკვე გადაჭარბებით შესრულდა. მიმდინარე წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, წლის გეგმასთან (6 მლრდ. 820 მლნ ლარი) მიმართებაში გადაჭარბება შეადგენს 20 მილიონ ლარს”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 100%-ით შესრულდა 2014 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც.

banner
წინა სტატიაშიავიაკომპანია “აირზენამ” შესაძლოა 2015 წლიდან აღარ იფრინოს
შემდეგი სტატიაახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა