“ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან და ფასების ზრდისგან” – ოპოზიცია 2018 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს

პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტს განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს უკვე გადამუშავებულ ვარიანტს გააცნობს. ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხა ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.

“როგორც ჩანს საერთოდ არ აინტერესებს ხელისუფლებას პენსიები და არჩევნებამდე ალბათ დაივიწყეს ხალხი. მთლიანად ეს ბიუჯეტი არის დაუბალანსებელი, იმეორებს წინა ბიუჯეტების შეცდომებს, რაც იყო ლარი გაუფასურებისა და ფასების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არაფრით არ ეხმარება მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს. არ იზრდება პენსია, სოციალური დახმარება, არ იმატებს დევნილების დახმარება. ბიუჯეტი, რომელიც არაფერით არ ეხმარება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც დააზარალა ფაროსანამ იმიტომ, რომ არ არის ჩადებული ფაროსანას კომპენსაცია. ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან და ფასების ზრდისგან იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული გადასახადების დაწევა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშისკანდალური განცხადება : “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი შსს-ს მაღალჩნოსანს ბიზნესის მითვისებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადაკავებისას გარდაცვლილი პავლიაშვილის საქმე – ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი დაკითხვაზე იმყოფება