“ბიუჯეტი გვაჩვენებს, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა უარესად იცხოვრებს”-წერეთელი

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიგი წერეთლის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი ნათლად აჩვენებს, რომ შემდეგ წელს მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება.

“ის, რაც ამ ბიუჯეტში წერია, გვაჩვენებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა უარესად იცხოვრებს, ვიდრე დღეს. ეს ეხება როგორც ლაირს კურსს, ასევე გადასახადების მატებას. ეს ეხება იმას, რომ პენსიები არ იზრდება და შესაბამისად არც სხვა სოციალური გასაცემლები. ეს ყველაფერი კი ნათლად მიანიშნებს მდგომარეობის გაუარესებაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ განაცხადს ამ ბიუჯეტში, რაც გააუმჯობესებს მომავალ წელს ეკონომიკას.”- განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„აქციზის გადასახადის ზრდა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს” – კობა გვენეტაძე
შემდეგი სტატიარუსეთი ევროკავშირთან სამხედრო თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს