ბითაძე: ოპოზიციას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონპროექტები და სხდომათა დარბაზში მომზადებულები მოვიდნენ

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ერთი ის, რომ პარლამენტში მოსვლა ეზარებოდა და ახლა პარლამენტში არიან და არ ისმენენ რაზეა კანონპროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მაია ბითაძე ოპოზიციას მოუწოდებს, კანონპროექტებს გაეცნონ და სხდომათა დარბაზში ისე მივიდნენ.

„ისინი საუბრობენ ისეთ რაღაცებზე, რასაც კანონპროექტი არ ეხება. კანონპროექტი არის პრობლემის გადაჭრის გზა იმ ფონზე, როდესაც რეგულირებები არის გამკაცრებული, კოეფიციენტები აიკრძალა, გამწვანებულ ზონებში მშენებლობა შეიზღუდა, დაუმთავრებელი მშენებლობის პრობლემები იჭრება და პრობლემად რჩება ექსპლუატაციაში მიღებული შენობები და ამ დროს ოპოზიციამ რაღაც მაგალითები მოიყვანა, მე დღეს მათ პასუხი გავეცი, რომ ვინც ჩამოთვალეს, ყველა დაჯარიმებულია. ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეოებას აინტერესებს, არავის აინტერესებს მათი პერფორმანსები. წაიკითხონ კანონპროექტები და პარლამენტში მომზადებულები მოვიდნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს. კანონში დაგეგმილი ცვლილება რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. მათ შორისაა წესი, რომელიც ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი „საქპატენტის“ საქმეზე: დავადგინეთ ირაკლი კასრაძის შრომითი უფლებების დარღვევა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა