ბითაძე: ყველა დეპუტატი, რომელიც ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მხარს არ დაუჭერს 100 ათასი თბილისელისთვის საკუთრების უფლების რეალიზებას

„ყველა ხალხის რჩეული დეპუტატი, პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე, რომელიც ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მხარს არ დაუჭერს 100 ათასი თბილისელისთვის საკუთრების უფლების რეალიზებას. ეს არის პირდაპირი კავშირი დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას კანონპროექტის მხარდაჭერისთვის და წარმატება უსურვა მუნიციპალიტეტს და ეკონომიკური სამინისტროს ტექნიკურ ზედამხედველობას, რადგან მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათ ძალიან მძიმე სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი.

banner
წინა სტატიაშისამნიძე ხაზარაძის ინიციატივაზე: ძალიან ადრეა ლაპარაკი ვინ რჩება პარლამენტში და ვინ არა
შემდეგი სტატიაილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს