ბითაძე: იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცემა

“იპოდრომის ტერიტორიის მესაკუთრისთვის სხვა ტერიტორიის გადაცემის, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება,”- ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის საკითხზე გააკეთა. მისი თქმით, არისებობს შეთანხმება, რომ კერძო მესაკუთრის მიერ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

“ბუნებრივია, როცა კერძო საკუთრებაზე გვაქვს საუბარი, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება. თუმცა, წინასწარ გვაქვს შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან. ეს არის საჯარო ტერიტორია თავისი შინაარსით,”- განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ სატრანსპორტო პოლიტიკის დეტალებზეც გააკეთა განცხადება.

“დღეს თბილისში 600 ათასი მანქანა დადის, ეს არ არის ნორმალური მაჩვენებელი მოსახლეობის იმ რაოდენობისთვის, რაც თბილისშია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა 30-40 %-ით არის მომატებული. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე სქემას ვთავაზობთ საზოგადოებას. მათ შორისაა, ესტაკადები ისეთ კვანძებზე, სადაც სხვა გამოსავალი არ არის, იქნება შეთავაზებული. მოთხოვნა იყო იქ არსებულ ხეებთან დაკავშირებით და განვაცხადეთ, რომ ამ პროექტს ფარგლებში მაქსიმალურად მოხდება ხეების გადარგვა.

ვიწყებთ განსხვავებულ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტს არასოდეს განუხორციელებია. თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, რომლის ფარგლებშიც თუ ხეები მოსაჭრელია, ჩვენ შევეცდებით ხეები გადავრგოთ მაქსიმალურად. პარალელურად, სხვა პროექტებს განვახორციელებთ იქვე, მწვანე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. როდესაც ესტაკადები ჩაბარდება, იქვე გვექნება მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიხც ადეკვატური იქნება ამ ტერიტორიისთვის,- განაცხდა მერის მოადგილემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მთავარი პრიორიტეტები დაასახელა. ესენია: ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა.

მისივე თქმით, ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს ჩატარება იგეგმება. კერძოდ, მეტროს რეაბილიტაცია, ავტობუსების პარკის განახლება, ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობა, დასუფთავების მანქანებს ექნებათ სპეციალური გრაფიკი, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმის დაწესება. ასევე იგეგმება ტაქსების მომსახურების გაუმჯობესება. მათი რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაბექა წიქარიშვილის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ