5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ბირთვული წყალქვეშა ნავების ბაზასთან ორი პირი დააკავეს- შოტლანდიის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს

BBC-ის ინფორმაციით,  შოტლანდიის პოლიციამ ირანელი მამაკაცი და მასთან ერთად მყოფი ქალი დააკავა, რომლებიც ფასლეინის (Faslane) სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეღწევას ცდილობდნენ. აღნიშნულ ბაზაზე გაერთიანებული სამეფოს ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავებია განთავსებული.

შოტლანდიის სამართალდამცავების განცხადებით, 34 წლის მამაკაცი და 31 წლის ქალი კლაიდის (HM Naval Base Clyde) სამხედრო ბაზაზე ხუთშაბათს, დაახლოებით 17:00 საათზე აიყვანეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ბაზაზე შესვლა „წარუმატებლად სცადეს“. ბაზა არგაილისა და ბიუტის რეგიონში, ჰელენსბურგის მახლობლად მდებარეობს. უწყებაში დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ საკითხი ძიების პროცესშია. დაკავებული ქალის მოქალაქეობა ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაში“მისი იდეით შევისწავლეთ მუსიკის გავლენა ჯანმრთელობაზე” – რას იხსენებს WHO-ს რეგიონული დირექტორი ილია II-ზე
შემდეგი სტატიაენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ნავთობისა და გაზის კრიზისის მთავარი გამოსავალი ჰორმუზის სრუტის გახსნაა