ბირთვული ძალის მფლობელმა მეზობელმა ქვეყანამ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა

ბირთვული ძალის მფლობელმა მეზობელმა ქვეყანამ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა “საქართველოს ევროპული გზის” შესახებ ისაუბრა და მიწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.კითხვები ძირითადად საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, საქართველო- რუსეთის ურთიერთობებს, აფხაზეთის რეფერენდუმს, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

„ნება მომეცით მოგესალმოთ და გაგიზიაროთ, ის თუ რამდენად ამაღელვებელია ჩემთვის აქ ყოფნა, რამდენად მოხარული ვარ, რომ ბერლინში ძალიან მნიშვნელოვან დროს ვიმყოფები.ერთი მხრივ, მე აქ ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფები. სულ რამდენიმე საათის წინ, საშინელი ტერორისტული აქტი მოხდა სტამბოლში, რამაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მეორე მხრივ, მე აქ დრამატულ, პოლიტიკურ დროს ვიმყოფები, როცა ევროპული თანამეგობრობა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებსა და მომავალს განიხილავს.მე აქ ვიმყოფები, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპული დღის წესრიგით, რომლის განვითარებას და წინსვლასაც აქტიურად ვცდილობთ. ბერლინში ახლახანს ვიზიტით იყო პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი.

ეს არის ფიქრის დრო; დრო, როდესაც ვახდენთ ჩვენს წინაშე არსებული დაბრკოლებების, სირთულეებისა და საფრთხეების შეფასებას, საფრთხეების, რომელსაც ტერორიზმის გამოხატულება აქვთ, რაც ასეთი საშინელი და ამაზრზენია ჩვენთვის.მაგრამ ამავდროულად, შეუძლებელია იყოს ამაზე უკეთესი ადგილი იმისათვის, რომ იფიქრო, განიხილო და დაგეგმო მომავალი იმ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც ამ აუდიტორიაში ვხედავ, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ფიქრობენ, ქმნიან ევროპულ პროცესს და ევროპულ მომავალს.მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც უყვარს გერმანია და გერმანელი ხალხი. უკვე აღინიშნა ის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს მეორე პრეზიდენტს ჰქონდა გერმანელ ერთან.მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში გერმანული დიასპორის ყოფნის 200 წლისთავს.

ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენა მტკიცედ იყო მხარდაჭერილი გერმანიის მიერ და გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენს ქვეყანასთან.

ჩვენ აღტაცებული ვართ გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერით, როგორც ბიზნესის სფეროში, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.ჩემთვის პირადად, როგორც ფილოსოფოსისათვის, ორი ქვეყანა – გერმანია და საბერძნეთი, განსაკუთრებულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგ

მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებით აქტიურია ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. ის აქტიური იყო ამ მიმართულებით დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან.

„შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ოთხი მთავრობა, ოთხი პრეზიდენტი, ყველა მათგანი ძალიან მტკიცე და აქტიური იყო საკუთარ ხედვაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, და, როდესაც გესმით ეს მოსაზრებები, თქვენ უდაოდ ხედავთ, რომ ესენი არიან განსხვავებული პრეზიდენტები, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთიანობა – გავხდეთ ევროპული ერების ოჯახის ნაწილი, რაც თავისთავად განსაზღვრულია ჩემი ხალხის კულტურით, რომელიც საკუთარ იდენტობას ბოლო 3000 წლის მანძილზე ავითარებდა. ავითარებდა საკუთარ იდენტობას, როგორც ქრისტიანული კულტურა. ავითარებდა იდენტობას საკუთარი და უნიკალური ანბანით, ავითარებს საკუთარ იდენტობას ისეთ რეგიონში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვისაა დატვირთული კონფლიქტებით და კონფრონტაციებით, არამედ დიდი იმპერიებისთვისაც იყო კონფლიქტებისა და კონფრონტაციების ადგილი.

დღეს, საქართველო კვლავ არის ამ რეგიონში ძლიერი ქვეყანა, რომელიც იყურება მომავლისკენ დიდი იმედითა და პერსპექტივით და რომლის ძალისხმევაც მიმართულია, ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი.ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში მდებარეობს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის თანამშრომლობას განაპირობებს.კავშირი, რომელიც თუ არის სტაბილური, აზიასა და ევროპაში ათეულობით ქვეყნისთვის, რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ საკუთარი თავი მიუძღვენით ამ საქმეს და ამ მიზანს.შესაბამისად, ვამყარებთ პარტნიორობას, ვახორციელებთ სხვადასხვა ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ პროექტებს, რაც დიდ პერსპექტივას და დიდ შესაძლებლობას შექმნის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პარტნიორებისათვის.ამავე დროს, მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც სირთულეების წინაშე დგას.სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ არის მეზობელი ქვეყნის მიერ ოკუპირებული. ქვეყნის მიერ, რომელიც ბირთვული ძალის მფლობელია და რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. ამ ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობის 15%-ი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირია.ტერიტორიებიდან გამოდევნეს ის ადამიანები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ იქ.

ამ გამოწვევებით ჩვენ მაინც წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი სახელმწიფო ვართ, რომელიც არსებითად ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცების პროცესს.ჩვენ რეგიონში ლიდერი ქვეყანა ვართ ჩვენი პარტნიორების მიერ მოცემული დავალებების შესრულების თვალსაზრისითაც.მე მჯერა, რომ გვექნება ძალიან მდგრადი და ეფექტური პროცესი, რომელიც დასრულდება ჩემ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებით.ამდენად, ჩვენი მიზანია შევქმნათ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც რა თქმა უნდა, სირთულეს წარმოადგენს იმ ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების მანძილზე რუსეთის იმპერიისა და 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

მარ4

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას და ვიმყოფებით ერთ-ერთ ძალიან აქტიურ ევროპულ და ევროატლანტიკურ პროცესში, როგორც შინაგანად, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკის ორიენტირით.თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველო აქტიური კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.ჩვენ ვართ ISAF – ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის“ ნაწილი, ასევე მისიების ნაწილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში და მალიში.

ყველა ამ გამოწვევით და ამავე დროს, იმ დიდი შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენ პარტნიორებთან აქ, ბერლინში, რადგან ორმხრივი ურთიერთობები გერმანიასთან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც აქტიური ევროპული დღის წესრიგის მიღწევა ბრიუსელთან და სტრასბურგთან.

ძირითადად ეს არის ჩემი დღის წესრიგი აქ. მე ვაცნობიერებ იმ რთულ პერიოდს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლას კონრად ადენაუერის ფონდში დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო წრეების და მედიის წარმომადგენლები, ასევე გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
შემდეგი სტატიასაქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა