ბირთვულ საფრთხეს არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ბირთვული საფრთხე არა ჰიპოტეტური, არამედ რეალურია:

„ეს ყველაფერი (ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი) არა მხოლოდ ესკალაციამდე მიდის, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს იმის გამო, რომ დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ატომურ თუ ბირთვულ ობიექტებზე“, – აღნიშნა ზახაროვამ.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბირთვულ საფრთხეზე, რომელსაც არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს“,- დაამატა მან.

banner
წინა სტატიაშითეირანს ტორნადომ გადაუარა – ისრაელ კაცი
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს