ბიოჰაკერი აარონ ტრეივიკი დეპრივაციულ კამერაში გარდაცვლილი იპოვეს

ვაშინგტონში ბიოტექნიკური კომპანია Ascendance Biomedical-ის 28 წლის ხელმძღვანელი აარონ ტრეივიკი მკვდარი იპოვეს. ტრეივიკი საკუთარ თავს ბიოჰაკერს უწოდებდა და არასერთიფიცირებულ და შეუმოწმებელ პრეპარატებს საკუთარ თავზე ცდიდა. ტრეივიკი ე.წ. სენსორული დეპრივაციის კამერაში იპოვეს – წყლიან მუქ კაფსულაში, რომელსაც მედიტაციისთვის იყენებენ.
აარონ ტრეივიკის გარდაცვალებაზე პირველად გამოცემა Vice-მა დაწერა. პოლიციამ განაცხადა, რომ მის სიკვდილში კრიმინალის ნიშნებს ვერ ხედავს. გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
ტრეივიკმა რამდენიმე თვის წინ მედიის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სახალხოდ გაიკეთა არალიცენზირებული პრეპარატი, რომელმაც, როგორც ის ირწმუნებოდა, ჰერპესი მოურჩინა.
ის ირწმუნებოდა, რომ მისმა კომპანიამ, რომელიც ე.წ. ბიოჰაკერულ სფეროში მუშაობდა, გამოიმუშავა “ექსპერიმენტალური კომპლექსი”, რომელიც კურნავს შიდს, ჰერპესს და სხვა, თუმცა, ამის დამადასტურებელი მასალები არ წარუდგენია.

სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მას მეორე ბიოჰაკერთან, სახელად Ascendance Biomedical მოუვიდა კონფლიქტი. ტრეივიკის ახლობლებმა Vice-სს შეატყობინეს, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე ის არავის ეკონტაქტებოდა – ტრეივიკი კომპანიის ლაბორატორიაში ჩაიკეტა და უარს ამბობდა გამოსვლაზე. კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ ტრეივიკი ბიოჰაკინგზე მედიასთან საუბრობდა.

ტრეივიკის მეგობარი ტრისტან რობერტსი ამბობს, რომ თვითონაც გამოსცადა საკუთარ თავზე Ascendance Biomedical-ის პრეპარატები და განაცხადა, რომ ბიოჰაკერი მედიცინაში რევოლუციურ საქმეს აკეთებდა. ტრეივიკი ირწმუნებოდა, რომ მისი კომპანია მალე კიბოს წინააღმდეგ პრეპარატს წარმოადგენდა. მას არც სამედიცინო და არც ბიოქიმიური განათლება არ ქონდა.
ბიოჰაკერები ქვიათ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ ექსპერიმენტს ატარებენ საკუთარ თავზე იმისათვის, რომ ადამიანის შესაძლებლობები გაზარდონ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი, თურქეთის ისტორიაში უდიდეს საავადმყოფოს გახსნის
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო