5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ბინის ჩხრეკისას 61 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს- დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მოლდოვას  მოქალაქე ი.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ დაფასოებული 61 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და  260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
შემდეგი სტატიაუკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 4 პირი