22.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ბინიდან იმიტომ არ გადიან, რომ მცირე თანხას სთავაზობენ – სალომე ზურაბიშვილი კალაძეს პასუხობს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გუშინ ჩამონგრეული შენობა სრულ დემონტაჟს ექვემდებარებოდა, მისი დაწყება კი მაცხოვრებელთა ნაწილის ბინიდან გასვლაზე უარის გამო ვერ მოხერხდა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება:

“ბინებიდან გაყვანა-არ გაყვანის საკითხზე, რომელიც მერიის წარომადგენელს მაღალ ხმაზე აყვირებს, დავამატებდი – ადამიანები არ თანხმდებიან იმიტომ, რომ ისეთი თანხით უნდათ გაყვანა, რითაც ვერაფერს ვერ იქირავებ ქალაქში. ჩვენთან ამ გამოწვევის გადასაჭრელად არანაირი სისტემა არ არის დანერგილი, თორემ იმ ევროპაში, რომელიც აღარ მოგწონთ, არსებობს ერთი მხრივ, სოციალური მშენებლობა (რომელიც რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრება და დაბალ ფასში აქირავებს მერია) და კერძო, თუმცა ყოველივე ახალ აშენებულ კორპუსში კვოტა ბინებისა ეკუთვნის მერიის სოციალურ სამსახურს (რაც არ უნდა მაღალი დონის და ძვირადღირებული იყოს კორპუსი). ეს ბინების ის კვოტაა, რაც ჩვენთან პირად სარგებელში გადადის, რის გამოც თანამდებობის პირებს უჩნდებათ დეკლარაციებში ათი, ოცი თუ მეტი ბინა, პენსიონერი მშობლების ნაჩუქარი!” – წერს ზურაბშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, შენობა მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და “ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”, თუმცა ქირით გაყვანაზე უარი განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
შემდეგი სტატიამკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა, დაკავებულია კიდევ სამი პირი