ბინალი ილდირიმი: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი “ისლამური სახელმწიფოა”

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოა”.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტერორისტები აეროპორტის შენობასთან ტაქსით მივიდნენ. მათი ვინაობა და მოქალაქეობა ჯერ დადგენილი არ არის.

თურქი სასმართალდამცველების მონაცემებით, თავდასხმაში სამი თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა. მათ ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ტერორისტული თავდახმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ანკარამ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირება დაიწყო. თურქეთის პრემიერმა საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშირეჯეპ ტაიპ ერდოღანი საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული