დასჯადი არ არის უდანაშაულო და დაუცველ პატიმარს რომ აგინებ? – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, გიორგი გამსახურდიას ფეისბუკ პოსტს ეხმაურება.
შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა მოიკითხეთ გიორგი გამსახურდიას კედელზე, რომელიც არცხვენს საკუთარ გვარს და წინაპრებს! დასჯადი არ არის უდანაშაულო და დაუცველ პატიმარს რომ აგინებ? დასკადი არ არის რომ უზნეო სახელმწიფო მოხელე ხარ?”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი გამსახურდიამ სოციალურ ქსელში უცენზურო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სინდისის პატიმარს საჯაროდ აგინა.
ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.