ბილეთები ჩვენთან შეუთანხმებლად იყიდება – თურნავა აირზენას აფრთხილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „აირზენას“ აფრთხილებს. მისი თქმით, ავიაკომპანია კომპანია ბილეთებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, მაღალ ფასში ყიდის.

თურნავა მოქალაქეებს ურჩევს, ბილეთები მხოლოდ იმ რეისებზე შეიძინონ, რომელთა განრიგიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე ოფიციალურად არის გამოქვეყნებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც ჩვენთან არ არის შეთანხმებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აირზენა“ ყიდის ბილეთებს ზოგიერთ ისეთ მიმართულებაზე, რომ ეს ჩვენთან არ არის შეთანხმებული და ჩვენს საიტზე მოყვანილ რეისებში არ ფიგურირებს. ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რადგან ადამიანები შემდეგ ძალიან რთულ ვითარებაში ვარდებიან, როდესაც ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს. მოვუწოდებ „აირზენას“ შეწყვიტოს ასეთი ქმედებები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიშენიშვნები გათვალისწინებული არ არის – ენმ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაწყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა