“biletebi.ge”-მ უეფას სუპერთასის თამაშისთვის ბილეთების გაყიდვა განაახლა

“biletebi.ge”-ს ინფორმაციით, “UEFA”-ს გადაწყვეტილებით, ონლაინ რეჟიმში მხოლოდ 4300 ბილეთი გაიყიდება, 22 000 ბილეთი კი დაიბეჭდება და ფეხბურთის ფედერაციას გადაეცემა გასაყიდად.

როგორც ცნობილია, “biletebi.ge”-ს ბილეთების ონლაინ გაყიდვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც UEFA-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს გულშემატკივრები სალაროებში შეიძენენ.

banner
წინა სტატიაში“ფარულ მოსმენებზე” ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლისგან” ევროსაბჭოში საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის გაშუქებას ითხოვს