biletebi.ge ბოდიშს იხდის

biletebi.ge-მ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დღეს, 21:30 საათზე შეწყვიტა. ბილეტები.გე-ს ადმინისტრაცია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
“დღის განმავლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო , კერძოდ რიგის მართვის არასწორი მუშაობით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეწყდეს ინტერნეტ გაყიდვები. ველოდებით უეფას პასუხს. გიხდით ბოდიშს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც biletebi.ge-ს “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
ბოლო მონაცემებით, გაყიდულია დაახლოებით 1500 ბილეთი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვას ბილეტები.გე-ს ნაცვლად თავად ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება. “ბარსელონასა” და “სევილიას” დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიUEFA-ს სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა პირველად მოკვეთეს თავი ქალებს