ბილდტი: აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს უარი ეთქვა იმ უფლებაზეც, რომ დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის,  კარლ ბილდტის თქმით, აღმაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილისთვის უარის თქმა დასწრებოდა საკუთარ სასამართლოს.

კარლ ბილდტის თქმით, სტალინის საბჭოთა ეპოქაშიც კი, მოსკოვშიც არ მომხდარა მსგავსი რამ სასამართლოზე.

“ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს უარი ეთქვა იმ უფლებაზეც, რომ დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს. ცნობილ მოსკოვშიც კი, სტალინის საბჭოთა დღეებში საჩვენებელი სასამართლო პროცესები ასე შორს არ წასულა” – წერს კარლ ბილდტი ტვიტერზე.

banner
წინა სტატიაშიკახაძე სააკაშვილზე: რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი, იცი?
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია დევიდ კრამერის განცხადებას ეხმაურება: თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, თავისუფალ სამყაროს მოუწევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება