29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

Bild: ტრამპი თავდაპირველად მხოლოდ ზელენსკის შეხვდება, ევროპელი ლიდერები მოგვიანებით შეუერთდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ვაშინგტონში თავდაპირველად მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ევროპელი ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი კი მოგვიანებით შეუერთდებიან, – წერს Bild-ი.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრას სამუშაო სადილი და გაფართოებულ ფორმატში რამდენიმე საათიანი დისკუსია მოჰყვება.

სავარაუდოდ, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და ნატოს გენმდივანი მარკ რუტე.

banner
წინა სტატიაშიხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა-თეა წულუკიანი ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების  ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება
შემდეგი სტატიაზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებმა უნდა იმუშაოს, როგორც ნატო-ს მეხუთე მუხლმა