Bild: “ისლამური სახელმწიფო” ისრაელის თავდასხმისთვის ემზადება

Bild:

Bild: "ისლამური სახელმწიფო" ისრაელის თავდასხმისთვის ემზადება“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები ისრაელში მასშტაბური თავდასხმისათვის ემზადებაიან – ამის შესახებ გერმანული Bild-ი წერს. გამოცემის ინფორმაციის თანახმად, სპეციალურად ამ ოპერაციისათვის ათობით ბოევიკი სპეციალურ წვრთნებს გადის ეგვიპტის ტერიტორიაზე არსებულ ბანაკებში. ამასთანავე, ტერორისტები ჩვეულებრივი ტერაქტებისათვის კი არ ემზადებიან, არამედ, თავდასხმისათვის, როგორსაც სამხედრო ნაწილები ატარებენ. გამოცემის მიხედვით, ისრაელის არმია შეტევის არტილერიით და ბრინირებული ტექნიკით მოგერიებას აპირებს.

“თავდასხმის დრო ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ სიტუაცია ყოევლ წამს იძაბება” – წერს Bild-ი.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: “მივმართავ ყოფილ მინისტრს, ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია”
შემდეგი სტატიაერევანს ატომური იარაღი აქვს