Bild: გერმანელი ჟურნალისტი – პუტინს ევროპაში საიდუმლო სპეცრაზმები ყავს

Bild: გერმანელი ჟურნალისტი - პუტინს ევროპაში საიდუმლო სპეცრაზმები ყავს

4გერმანული გამოცემა Bild-ი, გერმანელი ჟურნალისტის ბორის რაიტშუსტერის წიგნიდან “პუტინის საიდუმლო ომი” ნაწყვეტს ბეჭდავს. დღეს მასალის დაბეჭდვის შემდეგ, ავტორმა გაავრცელა განცხადება, რომ მის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

Bild-ის პუბლიკაციაში საუბარია კრემლის ელიტურ სპეცდანიშნულების რაზმებზე, რომლებიც თითქოსდა დასავლეთშია ლოკალიზებული და მზად არიან ნებისმიერ დროს მოსკოვის დავალება შეასრულონ. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, ეს სპეცდანაყოფები საბრძოლო ხელოვნება “სისტემას” სკოლების ბაზაზე არსებობს, რომელსაც რუსული სპეცრაზმი იყენებს. “სისტემაში” სპორტსმენები ასწავლიან, თუმცა, მას რუსული სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ როგორც გერმანიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. “ეს საბრძოლო ჯგუფია სხვადასხვა მტრულ ქვეყანაში – პუტინის დასავლეთთან ბრძოლის მთავარი იარაღი” – ამტკიცებს ჟურნალისტი.

დასავლეთის სპეცსამსახურებმა 2015 წელს გერმანიაში დააკავეს და იდენთიფიცირება მოახდინეს 300 მამაკაცის, რომლებიც “სისტემის” საიდუმლო სტრუქტურაში არიან. მათ შორის იყვნენ – ჯარისკაცები, პოლიციელები, სასამართლოს თანამშრომლები, გერმანიის ელიტური სპეცრაზმის მეომრები – წერს Bild-ი. “სისტემის” მეომრები სწავლებებს გადიან შვეიცარიის ალპებსა და ჩეხეთში, მათ ახლო ურთიერთობა აქვთ “ღამის მგლებთან”. ბევრი “სისტემელი” რუსეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიდის კიდეც – წერს გერმანელი ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი
შემდეგი სტატიაბოკერია NDI-ის კვლევაზე: ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი