29.4 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
banner

ბილ გეითსი თავის 85 მილიარდის ქონებას საქველმოქმედო ფონდს გადასცემს

14936883_667384236755100_563195198_nმსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბილ გეითსის გადაწყვეტილებით, მთელი მისი ქონება, რომელიც 85 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.
როგორც გეითსი itvNEWS-თან ინტერვიუში აცხადებს, მისი ოჯახი ამაყობს მიღებული გადაწყვეტილებით… შვილებს კი საერთოდ არ ანაღვლებთ უდიდესი მემკვიდრეობის დაკარგვა.
ბილ გეითსის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად მთელი მისი ქონება გადაეცემა მსოფლიოში უმდიდრეს ფონდს ,,ბილ და მელინდა გეითსების ფონდი,, რომელიც სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, განათლებისა და მსოფლიოში სიღარიბის შემცირების პრობლემებზე იმუშავებს.
60 წლის მილიარდერის განცხადებით, მთელი ქონების დატოვება შვილებისთვის, ეს მათთვის გაწეული დათვური სამსახური იქნება… ,,ჩემი და მილენდას შვილებმა მიიღეს და კიდევ მიიღებენ კარგ განათლებას… კიდევ მიიღებენ გარკვეულ კაპიტალს და ფულის გაჭირვება არ ექნებათ, მაგრამ ყოველივე მათგანმა თვითონ უნდა ააგოს თავისი კარიერა. თუ მთელ ქონებას ამათ დავუტოვებთ, ჩვენ მათ თვითრეალიზაციის საშუალებას წავართმევთ. ამ ფულმა უამრავ ადამიანს დახმარება უნდა გაუწიოს, იმათ ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება, ჩემი შვილები ამაყობენ მიღებული გადაწყვეტილებით,, აცხადებს ბილ გეითსი.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
შემდეგი სტატიაწინასწარი მონაცემებით, დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში ზაზა პაპუაშვილი ლიდერობს