ბიძინას თავდაღმართის დღევანდელ ეტაპზე მამუკა ხაზარაძის მორიგეობის დროც მოვიდა – ბერძენიშვილი

მნიშვნელოვანი დღე იყო. მამუკა ხაზარაძის კონტრშეტევამ გამიმყარა მოლოდინი, რომ საქართველოში ამ ხელისუფლებისთვისაც მეორე ვადის მეორე ნახევარში( რეალურად-მიწურულს) ტრადიციულად სახიფათო დაღმართია…

ჩემი აზრით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მერე “ზასტოის” მსუყე ნიშნები გამოჩნდა, 2016- დან უკვე ისეთი ღრმა ” ზასტოია”, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო ხშირად მახსენებდა გვიანდელ ბრეჟნევს… გვიანდელ ედუარდსაც და ასლანსაც..

შარშანდელი ოქტომბერ-ნოემბრის საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესმა დაიწყო ამ მოყირჭებული რეჟიმის მინგრევა; პირველ ტურში ჯამურად ოპოზიციის მილიონმა ხმამ დაგვანახა, როგორ დასაწყლებულა ივანიშვილი.მილიონი ხმა ხომ არჩევნებს იგებს საქართველოში… მოსყიდულ/გამოღლეტილ/მითვისებული სახელისუფლებო მილიონი უკვე აგონია იყო, საკუთარი კატასტროფის გადავადება მხოლოდ.

ამ ხელისუფლებამაც უკვე წააგო – უკვე პირველ ტურში მიიღო ნაცების კოალიციის კანდიდატმა 200-250 ათასი არამიშისტური ხმა. გრიგოლ ვაშაძის მიერ 200 ათასი არანაცური ხმის დამატება და 800 ათასზე მეტი ხმა მეორე ტურში( დაახლოებით თანაბრად ნაცური და არანაცური ხმები) იყო სიგნალი – ამომრჩეველმა უკარნახა პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ ლიდერი პოლიტიკური ძალის და კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებაა დაკვეთა.

რესპუბლიკელები მალევე გამოვეხმაურეთ შეცვლილ ვითარებას და მოვიქეცით ადეკვატურად. ფსევდოები ღიად გადაბარგდნენ წარმავალი ხელისუფლების ბანაკში. “გაჭირვებულები( იაგო კაჭკაჭიშვილისგან მსმენია ეს ტერმინი – მიჭირს პასუხის გაცემაო, რომ პასუხობენ სოციოლოგიური გამოკითხვისას- იმათზე ამბობდა)” თვითგამოერკვნენ სულ ორ-სამ თვეში, პოზიტიურად გამოეხმაურნენ გრიგოლ ვაშაძის შეთავაზებას და ამჟამად ერთიან ოპოზიციურ კამპანიაში არიან ჩართული (პროპორციული სისტემის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაში).

პროცესი ლოგიკურად და პროგნოზირებადად მიდის. არ დააყოვნა კრიზისის მომდევნო კომპონენტმაც – ხელისუფლებებთან ჩვეულებრივ მომთმენი მამუკა ხაზარაძის და მისი პარტნიორების ამბოხმა.

ამბოხი კი ივანიშვილმა თავად გამოიწვია…არც მისი ძალაუფლება იყოფა – არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური. მისგან უკონტროლო არც საბანკო სისტემა უნდა, არც ასობით მილიონიანი პროექტები, არც ბევრი ადამიანის დამსაქმებელი ბიზნეს სტრუქტურები, არც მედია, არც სასამართლო…..არც არაფერი საერთოდ( პირველ ანალიტიკოსად და ინტელექტუალადაც კი მიიჩნევს თავს). უფრთხის პლურალიზმის მინიმალურ გამოვლინებას.

ჰოდა, ბიძინას თავდაღმართის დღევანდელ ეტაპზე მამუკა ხაზარაძის მორიგეობის დროც მოვიდა ერთგვარად მოულოდნელად… ისიც არ დაფრთხა, არ შეუშინდა არც ხელისუფალს და არც პასუხისმგებლობას.

მომდევნო ეტაპი წინა პროცესების უზრუნველყოფილი იქნება. პოლიტიკა გადაწყვეტს საბოლოოდ, საზოგადოება დაუსვამს წერტილს ამ უგემოვნო და უხეირო პროვინციულ მმართველობასაც…”გააზნაურებული მდაბიოს” სინდრომი მოერია ბიძინა ივანიშვილს..ამ სინდრომს არ შველის მილიარდები. პირველი არც ბიძინაა ამ სინდრომით დატყვევებული.

არ მიკვირს, რომ პარლამენტშიც, მედიაშიც, სოციალურ ქსელებშიც საკუთარი ინტერესების შესაბამისად აფასებენ ხაზარაძის ამბავს. სიახლეა ნამდვილად -ხელისუფლებას ასე მკვახედ, საჯაროდ, რისკით პირველად დაუპირისპირდა წამყვანი ქართველი ბიზნესმენი. ზოგს მისი პოლიტიკური გააქტიურების შესაძლებლობა აშინებს-სახიფათო კონკურენტს ხედავს მასში..თან თქვა დღეს – ორი კაცი მერჩისო. ბიძინას და მიშას გულისხმობდა, ხო? ” მესამე ძალის” ვერშემქნელმა პოლიტიკოსებმა ახალი ლოკომოტივი დაინახეს? ამიტო აქო ერთი-ორმა მეტისმეტად? არ ვიცი…

მე არ ვაფასებ მას, როგორც გადამრჩენს… ან პირიქით, როგორც დამაქცევარს. ასეთი შავთეთრი აღარაა ეს პოსტსაბჭოთა საქართველოც კი..ამასთანავე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ძალა, ორიენტირი შეემატა რეფორმისტულ ძალებს ქვეყანაში.

თავისუფლება ბრძოლაშია. ხაზარაძის ბრძოლის დროც მოვიდა.. რაღაც ამდაგვარი თქვა კიდეც კომიტეტის სხდომაზე.

მთაწმინდის ოლქში არჩევნებია მალე. პარლამენტში არა მარტო იმუნიტეტია, არამედ სამომავლოდ ძალიან ანგარიშგასაწევი ძალის შექმნის პერსპექტივაცაა .ოლქის მოგების ალბათობა საკმაოდ ბუნდოვანია ანტისახელისუფლებო კანდიდატისთვის. ივანიშვილი ძალიან ბევრს დახარჯავდა ასეთ ვითარებაში მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში, რეკორდს მოხსნიდა. მამუკა ხაზარაძის დამარცხება გარანტირებული მაინც არ ექნებოდა ბიძინას, მით უმეტეს რომელიმე უსახური კანდიდატით.

ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის…თორე, ხომ თქვა კაცმა დღეს მკაფიოდ, არაა პოლიტიკა ჩემი საქმეო –
წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მომხრეები მოითხოვენ გახარიას წერილი დაიდოსო,თითქოს მართლა აინტერესებთ
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება