“ბიძინას მონა”-წარწერები მერაბ ქვარაიას ბიოროსთან

15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაბა „შეცვალეს“ აქტივისტები ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაიას ბიუროსთან შეიკრიბნენ. ადგილზე, აქციის მონაწილეებმა “ბიძინას მონა” “სისტემა ყარს” შინაარსის წარწერები დატოვეს.

საპროტესტო აქციები თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. ყველა ქალაქში გაჩნდა ასეთი წარწერები -„ამ ცხოვრების დედაც“. 15 წლის მოზარდი სკოლის კედელზე ამ სიტყვების დაწერისთვის მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში თვითმკვლელობამდე. ამ საშინელ ამბავს მშვიდად არც ზუგდიდი შეხვედრია. გავრცელდა თუ არა ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ზუგდიდელები ქუჩაში გამოვიდნენ და ქალაქის ცენტრი წარწერებით ააჭრელეს.

ახალგაზრდების გაკეთებული წარწერები ზუგდიდის ხელისუფლებამ 18 დეკემბრის დილითვე წაშალა. ამან ქალაქში საპროტესტო განწყობა ვერ შეანელა. 18 დეკემბერს ზუგდიდში მშობლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. მშობლები ამბობდნენ, რომ პოლიციის იმედი აღარ აქვთ. სამოქალაქო აქტივისტები პირობას დებდნენ, რომ საქმის გამოძიებამდე ბრძოლას არ შეაჩერებდნენ. აქციამ მშვიდად ჩაიარა. გვიან ღამით კი ზუგდიდის ქუჩებში კვლავ გაჩნდა წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“ და „სისტემა კლავს“. პროტესტი ამ ფორმით მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა გამოხატეს.

რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდელი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” მერაბ ქვარაია საზოგადოებას ლოცვების გაძლიერებას ურჩევდა, ამავე დროს, სთავაზობდა, 2020 წელი ბავშვთა წლად გამოცხადებას. დეპუტატი, ფაქტობრივად, არაფერს წერდა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დასჯაზე და ზოგადად, მოიმხდარის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.
“ვილოცოთ ლუკას სულისთვის და ერთმანეთისთვის…იმისთვის რომ ხვალ უკეთესი დღე გვქონდეს, ნაკლები სიძულვილი და მეტი სიყვარული არსებობდეს,იმისთვის,რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს ბედნიერი და დაცული.
სხვაგვარად სიძულვილი, მტრობა , გინება, ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა დაგვანგრევს, გაგვანადგურებს…შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას რაც ადრე ვთქვი, გამოვაცხადოთ 2020 ბავშვთა წლად და მთელი ყურადღება მივუძღვნათ იმას, რომ უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სახელმწიფოს, უკეთესი მომავლის მშენებლობა ახალი თაობის ღირსეულ განათლებაზე და ცხოვრებაზე განსაკუთრებულად ფიქრით და ზრუნვით დავიწყოთ…
ბევრი რამე გვაქვს საკეთებელი, რომ ვუპატრონოთ ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს.უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს და გაანათლოს ლუკას სული !”, -წერდა მერაბ ქვარაია  რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქზე”.

დილით ალბათ წაშლიან ამ წარწერებს, მაგრამ ადამიანების მეხსიერებიდან 15 წლის მოზარდის ამბავს ვერ ამოშლიან.

სამწუხაროდ აქ სისტემა ისევ კლავს.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიალუკა სირაძის ტრაგიკული საქმე არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ააშკარავებს სახელმწიფო უწყებების რეპრესიულ და კარცერულ ბუნებას – EMC