“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის” – ხაზარაძე

“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის.

ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ “სიკეთის” მუდმივად შეხსენება.

ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის – ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამოდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ.

ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!

პ.ს. ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის.

ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე – არმოსული ამბავია!”- წერს Facebook-ზე “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფონდების დაყადაღებაზე.

banner
წინა სტატიაშიკრემლი – პუტინისა და ტრამპის საუბრის დროს აღინიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა უნდა იყოს კიევისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტა
შემდეგი სტატიაალექსანდრე (კახა) ლომაია- მოკლედ, კარგი ვერ მივიღეთ (ვის ჰქონდა რო ამის მოლოდინი?), მაგრამ უარესს გადავრჩით