22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“ბიძინას დასანქცირება ყოფილა საქართველოს დასუსტება”- ზურაბ ჯაფარიძე მისთვის წაყენებულ ბრალზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მისთვის წაყენებულ ბრალს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება უკრაინასთან თანამშრომლობას „სახელმწიფოს დასუსტებად“ ნათლავს.

„მეორე ბრალი, რომელიც წაყენებული მაქვს, ეს არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლო პროცესზე ითქვა და აღმოჩნდა, რომ ეს უცხო და მტრული ქვეყანა არის უკრაინა. ითქვა, რომ თითქოს ჩვენ ვმუშაობდით უკრაინასთან, რათა უკრაინას დაესანქცირებინა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინას დასანქცირება ყოფილა საქართველოს დასუსტება“, — განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

პოლიტიკოსმა ასევე კატეგორიულად გამორიცხა ქვეყნის დატოვება და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი პატიმრობისა, საქართველოდან არსად წასვლას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულ თელავში ვითარების ადგილზე გასაცნობად კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერები ჩავიდნენ
შემდეგი სტატია“უამრავი ტრაგედიის მომსწრე ვართ, მაგრამ ადრეული გაფრთხილების სისტემები მაინც არ გაკეთდა”- ხატია დეკანოიძე