27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ბიძინას ახალი გეგმა: რამდენიმე მსხვერპლი საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად?- რას წერს გვარამია

სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან „გადატვირთვისა“ და თვითგადარჩენისთვის კულუარულ თამაშს იწყებს.  გვარამია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა, მედიამ და საზოგადოებამ უარი უნდა თქვას ივანიშვილის წესებით თამაშზე, ბუნდოვან პოზიციებზე და ერთადერთ გამოსავლად „ანტიბიძინა ცენტრის“ გარშემო გაერთიანებასა და 26 მაისს, რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღებას მიიჩნევს.

“ხვალ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის წინ, გენპროკურორის მიერ მოძალადე პოლიციელების დაჭერის დაანონსება, ბიძინას მხრიდან დასავლეთთან გადატვირთვის და თვითგადარჩენის მკაფიო მცდელობაა. ამის ნიშნები ერევანშიც იყო, ცხადია. საჭირო თუ გახდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც გამორიცხული არაა – ისედაც მოსახსნელად გამზადებული კობახიძის მოხსნის და პარლამენტის დათხოვნის ფორმალური საფუძვლის შექმნით. პოლიტპატიმრების ნაწილის გათავისუფლებაც, მაღალი ალბათობით, მოხდება.

აი ზუსტად აქაა ჩემთვის ალიანსის პოზიცია გადამწყვეტი და ზუსტად ამიტომ მიმაჩნია ალიანსის შექმნა გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად, და არა მიტინგების ორგანიზებისთვის, ურთიერთსიყვარულისთვის თუ ერთიანი სიებისთვის:
ნამდვილი არჩევნები თუ ბიძინას არჩევნები?
ბიძინას სათავისოდ “გადატვირთვის” ინტერესი თუ ნამდვილი ცვლილებების ინტერესი?
საქართველო უბიძინოდ თუ საქართველო ბიძინასთან მებრძოლი წარუმატებლობისთვის განწირული ოპოზიციით,
ფეიკრეალობა და “დალაგება” ივანიშვილთან, თუ რეალური დემოკრატია და ქვეყნის დასავლური მომავალი?
მკაფიოდ და უსწრაფესად ცხადი ხდება, რომ უპირობო სისწორისა შემდეგი განტოლებები:
თანხმდები ბიძინას წესებით ჩატარებულ არჩევნებს = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს,
არყევ ანტიბიძინა ცენტრს და გაერთიანებას, რომელიც ერთიანი მყარი პოზიციით დაელაპარაკება ყველას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ (როგორიც, ჩემი აზრით, ალიანსია) = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს,
ხელს უშლი 26 მაისის აქციას (პირდაპირ თუ ირიბად) = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს
ეს ეხება:
ალიანსის შიგნით თუ გარეთ მყოფ პარტიებს და პერსონებს,
პოლიტიკაში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ პერსონებს,
ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ პერსონებს,
თავისუფლებაზე თუ ტყვეობაში მყოფ პერსონებს,
ხელახლა დასაჭერად გამზადებულ თუ გაუმზადებელ პერსონებს,
ასაკრძალად გამზადებულ თუ არგამზადებულ პარტიებსა თუ პერსონებს,
ქოცების მიერ დრაკონული კანონებით შევიწროებულ ორგანიზაციებსა თუ პერსონებს,
და ეს ეხებათ მედიებსაც და მათ სარედაქციო პოზიციას.
პოზიციის გარკვევით, ღიად და მკაფიოდ გამოხატვის დრო მოვიდა.
ბუნდოვანი ტექსტები – არ გამოვა,
ერთიც და მეორეც – არ გამოვა,
“დილით არჩევნებზე მოდი და საღამოს მიტინგზე” – არ გამოვა,
“რა ვქნა, სხვანაირად დაფინანსება არ მექნება” – არ გამოვა,
“ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა, ქოცის შემოგდებული ნარატივია” – არ გამოვა.
ყველამ გადაწყვიტოს და მკაფიოდ თქვას, რა და რატომ გადაწყვიტა.

დანარჩენი გადაწყვიტოს ხალხმა 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველზე! მოვიდეთ ბევრნი და კენჭი ვუყაროთ ამ ეპოქის შესაძლოა ერთერთ მთავარ გადაწყვეტილებას: რას ვაკეთებთ და საით მივდივართ”,_ წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიპირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
შემდეგი სტატიაგია ჯაფარიძე- სანქციების შიში და სასწრაფოდ დადგმული “სამართლიანობა”