ბიძინამ მაფიის ბოსადაც ვერ ივარგა – გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია მიმდინარე პროცესებს “ქართულ ოცნებაში” ატსებულ ‘რაზბორკებს უკავშირებს და წერს, რომ “ოცნება” მაფიოზური წარმონაქმნია, თუმცა ამატებს, რომ ბიძინამ მაფიის ბოსადაც ვერ ივარგა.

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე „რაზბორკები“ ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია. ბოსს, ბიძინას, აშკარად აეჭრა სიტუაცია, თუმცა იმედი აქვს (სავარაუდოდ), რომ ერთგული კონსილიერეს, ირაკლი კობახიძის, დახმარებით დაალაგებს.

ვინ ვისკენაა და ვინ ვის ურტყამს თუ ესვრის, ან ბიძინას ნამდვილი სტრატეგია რა არის, ამის გარკვევას მაინც ვერ შევძლებ და არც ვცდილობ. მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიძინამ მაფიის ბოსადაც ვერ ივარგა.

ოპოზიციაშიც რაზბორკებია, თუმცა მაფიოზურს ვერ დავარქმევ. სიტუაცია რომ აქეთაც ფუნდამენტურად აჭრილია, ვხედავთ.
ჩვენ, ხალხი, ვუყურებთ”, – წერს გია ნოდია.

banner
წინა სტატიაშიმურთაზ ზოდელავა: მადლობა ბიძინას, დახვრიტეთ მხოლოდ ოპოზიცია
შემდეგი სტატიათიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის