ბიძინამ კობახიძის ფრთას დაავალა “მოტეხილი” ფულის ამოღება – რას წერს ელისო კილაძე

გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “ოცნების” კულუარებზე წერს და აღნიშნავს, რომ კობახიძე იმაზე წინდახედული აღმოჩნდა, ვიდრე მის კოლეგებს წარმოეგინათ. მისივე თქმით, სწორედ კობახიძის ფრთას დაავალა საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილმა “მოტეხილი” ფულის ამოღება:

“ირაკლი კობახიძე იმაზე ჭკვიანი და მიზანდასახული აღმოჩნდა,ვიდრე მის კოლეგებს წარმოედგინათ.
მან მოახერხა კონკურენტების გზიდან ჩამოცილება,მეტიც მიაღწია იმას ,რომ მთავრობაში აკონტროლებს ძალოვნებს(მამუკა მდინარაძის ფრთა)
კობახიძე ბიძინას მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას მის გარემოცვაზე და პირველი კომპრომატი იყო ,რომ ისინი ფულს იპარავენ და საერთოში არ დებენ!
ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!
ესენი პირველივე დიდ კუშზე(რიჟვაძე) აფეთქდნენ!
ამ ფაქტის მერე,სხვებთან კიდევ უფრო გაუჭირდებათ!
ჰოდა,მოტეხილ ფულს თუ სრულად ვერ დააბრუნებენ,გამოდის რომ იტყუებოდნენ და მერე უკვე დგება კობახიძის დანოსებით ჩაჩოჩებული ხალხის დრო!
შემთხვევითი არ იყო ირაკლი კობახიძის გუშინდელი ფრაზა-პირადად მე და ჩემს მეგობრებს რიჟვაძესთან პრეტენზიები არ გვაქვსო.(ირიბად,ბიძინასკენ გადაიტანა ისრები).
ცხელი ზაფხული გველის.
P.s. მე პოპკორნი არ მიყვარს,მზესუმზირას მოვიმარაგებ”, – წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა შეიარაღებას NATO-ს მეშვეობით მიიღებს – ტრამპი ამბობს, რომ რუსეთით იმედგაცრუებულია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა