ბიძინა კულუმბეგოვი შესაძლო შეზღუდვებზე – ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს

ბიძინა კულუმბეგოვი შესაძლო შეზღუდვებზე – ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს

გვესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესაძლო შეზღუდვებს ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე.

„ახლა საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, რომ მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც მოვისმინეთ ბუნებრივია დღეს და მერე გაცხადდება ეს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომ პრაქტიკულად მინიმალური იქნება ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე და ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, დაავადებულ ექიმებს გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს. ეს არის იმდენად ეგზისტენციალური, სასიცოცხლო, უბრალოდ ამის იქეთ არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა
შემდეგი სტატიასოსო ფხაკაძე – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე