ბიძინა კულუმბეგოვი – ონკოპაციენტებს თუ ექიმი რთავს ნებას, სწორედ მათ სჭირდებათ ვაქცინაცია

ადამიანებს თუ აქვთ მარტივი ალერგიული რეაქციები გამოხატული სეზონთან ან საკვებთან მიმართებაში და მარტივი მედიკამენტებით გვარდება, მათ შეუძლიათ თავისუფლად გაიკეთონ აცრა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთება განსაკუთრებით საჭიროა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაზე მეტად რისიც ეშინია იგივე ალერგიულ ნაწილში, თუ ადამიანებს აქვთ მარტივი ალერგიული რეაქციები გამოხატული სეზონთან ან საკვებთან მიმართებაში და მარტივი მედიკამენტებით გვარდება, მათ შეუძლიათ თავისუფლად გაიკეთონ აცრა. ჯერ ალერგოლოგთან, სპეციალისტთან მისვლა და მერე ვაქცინაზე ჩაწერა სჭირდებათ ისეთ ალერგიულ ადამიანებს, რომლებსაც სხვა ვაქცინებზე ან რომელიმე საინექციო მედიკამენტზე ჰქონიათ ანაფილაქსიური რეაქცია, ასეთი ადამიანები არ მივიდნენ პირადაპირ და აცრა არ გაიკეთონ, რადგან მაინც გამოაბრუნებენ უკან.

მეკითხებიან ქრონიკული დაავადება აქვთ და შეიძლება თუ არა აცრა, ეს ვაქცინა არსებობს სწორედ იმ ადამიანებისთვის, სადაც მისი სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი. თუ ქრონიკული დაავადება მართულია, დიაბეტი, გულისისხლძარღვთა და ა.შ. სწორედ მათ ესაჭიროებათ ვაქცინა და არავითარი წინაღობა არ არსებობს. დაავადება მათი უნდა იყოს მოვლილი. თუ ისინი არ იყვნენ ექიმთან ბოლო წლის განმავლობაში, მივიდნენ, გაიარონ კონსულტაცია მოწესრიგებული შარქისა და წნევის ციფრებით მივიდნენ ვაქცინაციის ჩასატარებლად, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი. თუ ერთი მხრივ, ასაკი არ გვაძლევს საშუალებას, ეს არის წინაღობა, 18-16 წელი, კვლევები ნაკლებია მეძუძურ დედებში და ორსულებში, თუმცა აქაც რისკი სარგებლის ფარდობით უდგება მთელი მსოფლიო, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში მაინც ვიკავებთ თავს, რადგან ახალდაწყებული პროცესია. დანარჩენ კატეგორია ადამიანებს, იგივე ონკოპაციენტებს რევმატოლოგიურს, თუ მათი ექიმი რთავს ნებას, სწორედ მათ სჭირდებათ ვაქცინაცია, რადგან კოვიდთან ბუნებრივად შეხვედრის შემთხვევაში აქვთ დაავადების გართულების უზარმაზარი რისკი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – არიან დაშავებულები