ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპის ვაქცინაცია წელს განსაკუთრებით აუცილებელია

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელს, როდესაც კორონავირუსიც ცირკულირებს.

„გრიპის ვაქცინა წელს არის განსაკუთრებით აუცილებელი, რადგან ვიცით, რომ გრიპთან ერთად სხვა ვირუსიც – კორონავირუსიც ცირკულირებს.

შესაბამისად, სხვადასხვა ინფექციის ერთმანეთზე ზედდება სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვის ძალიან დიდ საშიშროებას ქმნის, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ისეთი გრიპზე, რომელსაც სერიოზული გართულებები აქვს ზოგადად და ძალიან მაღალი ლეტალობისა და ავადობის მაჩვენებელია.

ამ რამდენიმე მტერთან ბრძოლაში გვაქვს ერთი ძალიან ეფექტური პრევენციული იარაღი – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს ინფექცია მაინც უნდა მოვაშოროთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ საწოლები მხოლოდ იმ მძიმე პაციენტებისთვის იყოს, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ. ამიტომ, გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს იმით, რომ გრიპის ავადობა მაინც არ იყოს მასშტაბური და საავადმყოფოები ორმაგად არ გადაიტვირთოს.

თუ ვამბობთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მიმდინარეობის ტრაექტორია იქნება სამი და ოთხი ათასი, ამან შეიძლება, შექმნას უკვე საწოლების დეფიციტი. ამას თუ დაემატება ერთი ამდენი კიდევ გრიპით დაავადებული, ეს სამედიცინო სისტემის კოლაფსის გარდაუვალი ფაქტის წინაშე დაგვაყენებს. ამიტომ, ჩვენზეა ეს დამოკიდებული. ექიმები გრიპის ვაქცინაციას ვუწევთ რეკომენდაციას “, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : ძალიან მალე ხელისუფლება აღიარებს, რომ მოძალადეა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა