ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული

bidzinaaaaa“საქართველოს ხმის” დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება მის მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა ეჭვმიტანილია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში, რის შემდეგაც ის მიმალვას ცდილობდა, მას შემდეგ კი, რაც გამოძიება მის კვალზე გავიდა, თავი მოიკლა. ასევე, არსებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

banner
წინა სტატიაშიპროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა
შემდეგი სტატიაკაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა