,, ბიძინა ივანიშვილზე კონგრესმენის განცხადება იმპროვიზაციის სფეროს წარმოადგენს”

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღებაზე გამოხატვის თავისუფლების და იმპროვიზაციის სფეროს წარმოადგენს.

ქუცნაშვილის კითხვაზე, იცის თუ არა მან კონგრესმენზე რამე, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ „ის მისი ბიძაშვილი არ არის“.

„ანგარიშის დაყადაღების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს სასამართლოს თანხმობით. ყველა სხვა განცხადება რჩება მხოლოდ გამოხატვის და იმპროვიზაციის ფარგლებში. გამოხატვის უფლებას ვერავის წავართმევთ, ვერც იმპროვიზაციის, მითუმეტეს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის წევრს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ერთ-ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი იარაღით ვაჭრობს და მან ივანიშვილის ქონების დაყადაღება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიარც წინა წელს და არც იმის წინა წელს ”ქართუ ბანკში” 65 000 დოლარის ოდენობის სესხი არ მქონია
შემდეგი სტატიასაქართველოში ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები შემოდის