ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დაწყებმადე, კულტურის სახლის წინ ყოფილ პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციას ზუგდიდში ქვაფენილის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მართავენ, რონელებიც სამუშაობოს მწარმოებელი კომპანია “გზამგებისგან” სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიას მათ მიმართ რამდენიმე ათასიანი დავალიანება აქვს და სურთ, ამ პრობლემით ყოფილი პრემიერი დაინტერესდეს.

აქციაზე იმყოფება ზუგდიდის საკრებულის ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე, რომელიც ზუგდიდის ვიცე-მერ გია გულორდავას კომპანია “გზამგებთან” კორუფციულ გარიგებაში ადანიაშაულებს.

აქციის მონაწილეები იმ შენობასთან მიახლოებას ითხოვდნენ, სადაც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა იმართება, თუმცა სამართალდამცავებმა მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსების საშუალება მისცეს.

banner
წინა სტატიაში,,ქართველებს შეუძლიათ ებრძოლონ პროპაგანდას და მათ ნაცვლად ამას მე ვერ გავაკეთებ”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : როგორც გამოკითხვები აჩვენებს , ყველაზე მეტი მხარდამჭერი “ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს